Loading...
  • slidebg1

თბილისის ბაროკო ფესტივალი



სიტყვა ბაროკო (Baroque) ფრანგ. - უსწორმასწორო მარგალიტს ნიშნავს. ეს სტილი დაახლოებით 1600 – იან წლებში ჩაისახა სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში და მთელ ევროპას მოედო. მიმდინარეობა მიისწრაფვოდა ხელოვნების სიდიადისა და მისი უფრო ეფექტური, არასაყოფაცხოვრებო ფორმებისკენ. ამ ფენომენის ფორმირებაზე მსოფლიო კულტურის მრავალმა პლასტმა იქონია გავლენა. ევროპაში უკვე ათწლეულებია დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოვებული მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით (ავთენტური) შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული კუთხითაც საინტერესოა, მაგლითად, სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორთა მუსიკალური ხერხები და თავისებურებები, ასევე გასაოცარია რეპერტუარის სიუხვე და მრავალფეროვნება. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა "საქართველოს სინფონიეტამ" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს "თბილისის ბაროკო ფესტივალი" დააფუძნა. „საქართველოს სინფონიეტა“ ძველი მუსიკის ერთადერთი აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელსაც უკვე არაერთხელ მიუპყრია მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება.
რიგით მეოთხე ფესტივალი 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალის ფარგლებში ასევე შედგება სამეცნიერო, საგანმანათლებლო ლექციები და მასტერკლასები. 2018 წელი განსაკუთრებული წელია ორკესტრისთვის, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს, „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წელი შეუსრულდა და ფესტივალზე არაერთ სიახლეს ვპირდებით მსმენელს: 9 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ფესტივალი „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება, სადაც პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი „საქართველოს სინფონიეტა 10“ (რეჟისორი - ნინო ახვლედიანი), ხოლო მეორე განყოფილებაში ძველებური ცეკვები შესრულდება და ცოტა ხნით ბაროკოს ეპოქის სამეფო კარის მეჯლისზე ვიმოგზაურებთ; 16 ნოემბერს, გერმანული მუსიკის კონცერტი გაიმართება; 19 და 22 ნოემბერს 19:00-ზე, დავით გიგინეიშვილი, კონცერტების დაწყებამდე, თეატრის ჰოლში თემატურ ლექცია-შესავალს შემოგთავაზებთ; 19 ნოემბერს, გერმანელი დირიჟორი და მევიოლინე ქრისტოფ მაიერი იტალიური და ინგლისური ბაროკოს მუსიკით წარდგება მსმენელის წინაშე; 20 ნოემბერს 19:00-ზე, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (სანაპიროს ქ. N4, შენობა 2, სართული 8) შედგება თეა მუქერიას საჯარო ლექცია „მოცარტის რეკვიემის საიდუმლოება“ (დასწრება თავისუფალია); 22 ნოემბერს, ფესტივალი იტალიურ ანსამბლ ZEFIRO-ს (“ძეფირო“) უმასპინძლებს (დამფუძნებელი და I ჰობოი ალფრედო ბერნარდინი). ანსამბლი: ფ. კრომერის, ვ.ა.მოცარტისა და ლ. ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებით „ჰარმონიულ ვენაში“ გვამოგზაურებს; 25 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ვ.ა.მოცარტის „რეკვიემი“ ავთენტური საკრავებით და უძველესი ინსტრუმენტით - პოზიტივ ორგანით აჟღერდება. ასრულებენ: თბილისის გუნდი „ბაროკო“, „საქართველოს სინფონიეტა“ და მათთან ერთად ორკესტრის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლ ZEFIRO-ს მუსიკოსები, სოლისტები კი იქნებიან: მარიამ კუბლაშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე (ტენორი), გივი გიგინეიშვილი (ბანი). აღსანიშნავია, რომ უძველესი საკრავი - „პოზიტივ ორგანი“, ცნობილმა მეცენატმა კლაუს ჰიპმა გამოუგზავნა და დროებით მფლობელობაში გადასცა „საქართველოს სინფონიეტას“. პირველად საქართველოში მას სწორედ „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ მოვისმენთ. 1, 2 და 3 დეკემბერს, პირველად საქართველოში, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ დახურვაზე, „საქართველოს სინფონიეტა“ და გ. ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი მ. ალექსიძე) სამეფო უბნის თეატრში წარმოგიდგენთ თანამედროვე ბალეტს “Folia” („ფოლია“). ეს, ის უნიკალური შემთხვევა იქნება, როცა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდება ადრეული მუსიკის ავთენტური შესრულებისა და ბალეტის თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზი. ფესტივალში აგრეთვე მონაწილეობენ: მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ალექსანდრე ვასაძე (კლავესინი / პოზიტივ ორგანი), ეტიენ გალეტიე (თეორბო / ბაროკოს გიტარა, საფრანგეთი), ფრანჩესკო ოლივერო (თეორბო / ბაროკოს გიტარა, იტალია), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), კახი ჩარგეიშვილი (სალამური), მერაბ სანოძე (დასარტყამი ინსტრუმენტები). ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლათა დაცვის სამინისტრო; ქალაქ თბილისის მერია; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; გერმანიისა და იტალიის საელჩო საქართველოში. ფესტივალი გაიმართება პროექტ “Check in Georgia”-ს მხარდაჭერით. “თბილისის ბაროკო ფესტივალის” კონცერტები: 9 , 16 , 19 , 25 ნოემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება; ფესტივალის დასკვნითი საღამოები კი 1 , 2 , 3 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში შედგება; დასაწყისი 19:30-ზე. ბილეთები იყიდება მასპინძელი თეატრების სალაროებში და www.biletebi.ge
 

ფესტივალის მონაწილეები


პროექტის მხარდამჭერები


ღონისძიებები

საქართველოს სინფონიეტას საიუბილეო კონცერტი

09/11/2018

გერმანული მუსიკის კონცერტი

16/11/2018

იტალია ეგებება ინგლისს

19/11/2018

ანსამბლი ZEFIRO

22/11/2018

ჰაიდნის სიმფონიები და მოცარტის რეკვიემი

25/11/2018

ფოლია (თანამედროვე ბალეტი)

01/12/2018 - 03/11/2018

გვიპოვეთ სოციალურ ქსელში

ფოტო და ვიდეო მასალა


ალექსანდრე ვასაძე (კლავესინი) და "საქართველოს სინფონიეტა" 16.11.18
ქრიეტოფ მაიერი (დირიჟორი) 19.11.18
ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი) და "საქართველოს სინფონიეტა" 19.11.18
ალექსანდრე ვასაძე (პოზიტივ ორგანი) 16.11.18
გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი) 16.11.18
ალექსანდრე ვასაძე (კლავესინი) 16.11.18
ნატალია ბენდუსი და ელენე ჯიმშიტაშვილი (ჩელო) 19.11.19
ა.გოგისვანიძე (ვიოლინო), ა.მამისაშვილი (ვიოლინო), კ.ჩარგეიშვილი (პიკოლო ფლეიტა) 09.11.18
მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ფრანჩესკო ოლივერო (თეორბო) 09.11.18
"საქართველოს სინფონიეტა" 19.11.18
გივი გიგინეიშვილი (ბანი) და "საქართველოს სინფონიეტა" 16.11.18
ანნა ქურდოვანიძე (პოზიტივ ორგანი) 16.11.18
გიორგი ქერელაშვილი (საქართველოს სინფონიეტას სამხატვრო ხელმძღვანელი) 09.11.18
ნონა კიკალიშვილი (ალტი), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი) და "საქართველოს სინფონიეტა" 16.11.18
ბასო კონტინუო და დასარტყამი ინსტრუმენტები 09.11.18
გ.მარგველაშვილი, გ.გიგინეიშვილი, ნ.კიკალიშვილი 16.11.18
მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი) და "საქართველოს სინფონიეტა" 09.11.18
"საქართველოს სინფონიეტა" და თბილისის გუნდი "ბაროკო" 16.11.18
კონსტანტინე კასრაძე 09.11.18
"საქართველოს სინფონიეტა" 19.11.18
ფრანჩესკო ოლივერო (თეორბო) და "საქართველოს სინფონიეტა" 09.11.18
ფრანჩესკო ოლივერო (თეორბო), მერაბ სანოძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) და "საქართველოს სინფონიეტა" 09.11.18
მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი) 09.11.18
ანნა ქურდოვანიძე (პოზიტივ ორგანი) და "საქართველოს სინფონიეტა" 16.11.18
ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი) 19.11.18
ანნა ქურდოვანიძე (პოზიტივ ორგანი) 09.11.18
ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი) და "საქართველოს სინფონიეტა" 19.11.18
არმან ნაზაროვი (კონტრაბასი) 19.11.18
ანნა ქურდოვანიძე (პოზიტივ ორგანი) და "საქართველოს სინფონიეტა" 16.11.18
ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი) და "საქართველოს სინფონიეტა" 19.11.18
საქართველოს სინფონიეტა 09.11.18
გივი გიგინეიშვილი (ბანი) და "საქართველოს სინფონიეტა" 16.11.18
კონსტანტინე კასრაძე 09.11.18
ანნა ქურდოვანიძე (პოზიტივ ორგანი) 16.11.18
ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი) 19.11.18
"საქართველოს სინფონიეტა" და თბილისის გუნდი "ბაროკო" 16.11.18
მერაბ სანოძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) 09.11.18




კონტაქტი


ტელეფონი
+995 790 24 33 49
+995 599 94 60 04
+995 593 62 99 52
+995 599 90 55 34
მოგვწერეთ